

ქართული წარმოების ანტისეპტიკური-სადეზინფექციო ხსნარი „ნარგოსეპტი“ წარმოადგენს რკინის ჰიდროფოსფატის წყალხსნარს.
"ნარგოსეპტის" ხსნარი გამოიყენება ინფექციური,რესპირატორული დაავადებისა და ეპიდემიების წინააღმდეგ საბრძოლველად,ანადგურებს ბაქტერიებს და ვირუსებს



"ნარგოსეპტის" ხსნარით ხდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების (სკოლები,ბაგა-ბაღები,სატრანსპორტო საშუალებები,საწარმოები,ბაზრები და სხვა) ასევე საოპერაციო ოთახების,მაგიდების,სამუშაო იარაღების და ხელის დეზინფენქცია.
ხსნარი გამოიყენება ინფექციის პროფილაქტიკისათვის და იხმარება სხვადასხვა ზედაპირის,ინსტრუმენტების,ინვენტარის,სხვადასხვა სამრეწველო ნაწარმის გასაწმენდად და დეზინფექციისათვის.
"ნარგოსეპტი" წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, არ გააჩნია ტოქსიურობა,იგი შეიძლება გამოიყენოთ სახლსა თუ თქვენს სამუშაო სივრცეში შესხურებით ან გადაწმენდით (არ ტოვებს კვალს ობიექტების დამუშავების შემდეგ)
სამუშაო ხსნარით შეიძლება ჭურჭლის, ხილისა და ბოსტნეულის საცავების დეზინფექცია.
"ნარგოსეპტი" ხასიათდება ბაქტერიოციდულობით, ფუნგოციდურობით და ვირუსო-ციდურობით. იხილეთ ვირუსოლოგიური კვლევა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №275/ნ ბრძანებით " ნარგოსეპტი"" შეტანილია ს.ს.ს. საშუალებების ნუსხაში.
სახელმწიფო რეგისტრაცის ნომერი მსტ 15420044-001-2004